იატროფილოსოფია

იატროფილოსოფია
იგივე ექიმის ფილოსოფია. პარაცელსის იატროფილოსოფია არის ადამიანის შესახებ ფილოსოფიური მოძღვრების - ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ერთ-ერთი სახე. იგი მიზნად ისახავს სამყაროში ადა¬მიანის ადგილისა და მისი შესაძლებლობების შესახებ დას¬აბუთებული თეორიის აგებას. გამოსავლად იღებს ადამიანის შესახებ ექიმის მიერ დაგროვილ ცოდნას, ადამიანის, როგორც მიკროკოსმოსის შესახებ. მისი აზრით, მიკროკოსმოსი (ადა¬მიანი) მაკროკოსმოსშია (სამყაროში), როგორც შედეგი თავის მიზეზში. სამყარო და მასში ყოველი არსებული ერთიანია, როგორც ორგანიზმი. მიკროკოსმოსი ამ ორგანიზმის იმგვარი ნაწილია, რომელიც სიმეტრიულად ასახავს მაკროკოსმოსს. ადამიანს საკუთარ თავზე დაკვირვება, თითქოს, მიკროკოს¬მოსის გასაღებად აქვს, რათა აქედან გაიგოს ღმერთის, რო¬გორც ყოველივეს ტრანსცენდენტური (მიღმური) შემოქმედის ნამდვილი არსი. მხოლოდ ამ ორი სამყაროს ერთიანობიდან შეიძლება ამოვიკითხოთ ღმერთის ის გაგება, რომელიც ადა¬მიანისთვის მისაწვდომია. ხილულ ბუნებაში არსებული საგნე¬ბი თავისებური გზავნილებია, თავისებური ასოებია, ბუნების კანონების და შემდეგ კი თავად ღმერთის გასაგებად. ამდე¬ნად, ფილოსოფია ხილული ბუნების უხილავი სტრუქტურის ამოკითხვაა.
Source: თევზაძე გ. აღორძინების ეპოქის ფილოსოფია: (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე) / რედაქტორი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ირემაძე /გამ-ბა „ნეკერი“ თბ.,– 2008 ISBN 978-9941-404-13-9

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Смотреть что такое "იატროფილოსოფია" в других словарях:

  • პარაცელსი თეოფრასტე – (1493-1541) — გერმანიაში რეფორმაციის ეპოქის მსოფლმხედველობრივი აზროვნების გამოჩენილი წარმომადგენელია. მისი ნააზრევი გასცდა გერმანული კულტურის საზღვრებს და გავლენიან ფილოსოფიურ და სამეცნიერო მიმდინარეობად იქცა. მან მყარი ადგილი დაიმკვიდრა ახლის გაბედულ… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»